დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენლებს მიმართავენ

10 ივლისი 2017, 00:00 1455 ნახვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენლებს მიმართავენ. უფლებადამცველებს აინტერესებთ რამდენად სწორი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, როცა მათი სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. საუბარია სარჩელზე, რომლითაც ადვოკატები მაღალი თანამდებობის პირებისგან, დეკანოზის მიმართ გამოთქმული პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფას ითხოვენ.

დეკანოზის უფლებადამცველების ინფორმაციით, სასამართლომ ერთგვაროვან საქმეებზე განსხვავებული გადაწყვეტილება გამოიტანა. მსგავსი საჩივარი კი ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ დაკმაყოფილდა. ადვოკატების განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ ბაჟის ორმაგად გადახდაც მოითხოვა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი