ავტოავარია ბათუმში

04 ივნისი 2016, 00:00 2817 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გვიან ღამითდემეტრე თავდადებულისა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში.  ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, დაშავდა ახალგაზრდა ქალი. იგი  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ  ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში  გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით,  პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია,  მას გულმკერდისა და ქალა-ტვინის არეში მცირეოდენი დაჟეჟილობა აღენიშნება.

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში