ტაქსის მძღოლების პროტესტი

18 ივნისი 2017, 00:00 2567 ნახვა

ტაქსის მძღოლები საბაგირო სადგურთან ავტობუსის გაჩერების მონტაჟს აპროტესტებენ. მათი თქმით, ტურისტებით ყველაზე დატვირთულ მონაკვეთში, სადაც ტაქსებზე მოთხოვნა მაღალია, მათ მუშაობა აეკრძალათ.

ამბობენ, რომ დაახლოებით 60 ოჯახი რჩება ლუკმა-პურის გარეშე. მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება საბაგირო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ დაამონტაჟეს.

მას შემდეგ, საპატრულო პოლიცია ტაქსის მძღოლებს, რომლებიც მანქანებს აკრძალულ ზონაში აჩერებენ, აჯარიმებს. მძღოლები ხვალ მერთან შეხვედრას შეეცდებიან. გიორგი ერმაკოვისგან ისინი ალტერნატიული ფართის გამოყოფას მოითხოვენ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში