აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღეს

21 მაისი 2017, 00:00 1476 ნახვა

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ახალსოფლის დასახლებაში დააკავეს.

სამართალდამცველებმა,  ჩხრეკისას, 29 აბი და აბის ნატეხები ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ბუპრენორფინს შეიცავს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი