გიორგი მამალაძე: „არაფერი მაქვს დასამალი“ დეკანოზი სასამართლო სხდომის დახურვის წინააღმდეგია

19 მაისი 2017, 00:00 2266 ნახვა

ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურამ სხდომის დახურვა იმ მოტივით მოითხოვა, რომ „საქმეში დეკანოზის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციაა, ამდენად მიზანშეწონილად მიგვაჩნია სხდომა დაიხუროს, პროკურატურის თვითმიზანი არაა საზოგადოებისთვის ინფორმაციის დამალვა“ - აცხადებს პროკურორი.  „ მზად ვართ ვისაუბროთ დეტალურად, როგორ გეგმავდა მკვლელობას დეკანოზი. რა იყო მისი მოტივი, მიზანი. მოვახდენთ მტკიცებულებების დემონსტრირება, რომელიც ყველას დაარწმუნებს გიორგი მამალაძის ანგარებით მკვლელობის გეგმაში“ - განმარტა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

დეკანოზის ადვოკატები პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმებიან და საგამოძიებო უწყებას ინტიმური ვიდეოებით შანტაჟში ადანაშაულებენ. „სასამართლო უნდა იყოს ღია, პროკურატურას ბევრი აქვს დასამალი და ამიტომ ითხოვენ დახურვას.“ - განაცხადა სხდომის დაწყებამდე გიორგი ფანცულაიამ. პროცესის ღიაობის მომხრეა დედა სიდონიაც: „ მამა გიორგის სურვილია, რომ არ დაიხუროს სხდომა. მან უკეთ იცის, რომ თუ იქნება ღია სასამართლო ამით არავის ინტერესი არ დაზიანდება. მიხარია, რომ მოვინახულებ და ეს მისთვის მხარდაჭერა იქნება“ განაცხადა დედა სიდონიამ. 

კომენტარი პროცესზე საპატრიარქოს იურისტმაც გააკეთა, მისი განცხადებით საპატრიარქო ობიექტური განხილვის მომხრეა: „ჩვენ მომხრე ვართ ობიექტური განხილვის, თუმცა უნდა იყოს დაცული მამაოს ინტერესები და ასევე, მათი ინტერესებიც, ვისაც ზიანს მიაყენებს აღნიშნული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გასაჯაროება" - განაცხადა საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ.  

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი