ეკიპაჟის ნაპოვნ წევრებს შორის საქართველოს მოქალაქე არაა

20 აპრილი 2017, 00:00 2639 ნახვა

ჩაძირული გემის ეკიპაჟის ნაპოვნ წევრებს შორის საქართველოს მოქალაქე არაა - ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ადასტურებენ.დღეს დილით, რუსეთის ფედერაციის სამაშველო სამსახურმა ზღვაში ეკიპაჟის სამი გარდაცვლილი წევრი იპოვა, მათ ექსპერტიზა ჩაუტარდათ.  

სატვირთო გემი "გეროი არსენალა" გუშინ, დილის 8 საათზე შავ ზღვაში ჩაიძირა. გემზე სულ ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა მათ შორის ერთი ქართველი, უკრაინის - 9 და რუსეთის - 2 მოქალაქე.

ეკიპაჟის კიდევ 8 წევრს სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

ამავე კატეგორიაში