როდის მოწესრიგდება საპლაჟო ინფრასტრუქტურა

17 აპრილი 2017, 00:00 3712 ნახვა

ფოტო: სოფო ჟღენტი

ბათუმში საზღვაო სეზონი ოფიციალურად 1 ივნისს იხსნება, თუმცა ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო საზღვაო სეზონი არაოფიციალურად ზღვის და რუჯის მოყვარულებმა უკვე გახსნეს.  საზღვაო ინფრასტრუქტურა ამ დროისთვის მოწესრიგებული არ არის.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე მოცემული ინფორმაციით, აიპი "ბათუმის ბულვარის" სანაპირო ზოლში საშხაპეებისა და საპლაჟო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე 126 ათას 740 ლარის ტენდერი ერთი კვირის წინ გამოაცხადა. 10 აპრილს გამოცხადებულ ტენდერში, შპს "იმედმა" გაიმარჯვა, კომპანია ბულვარს გასახდელების, საშხაპეების, სანაპიროზე ჩასასვლელი ხის ბილიკებისა და სასმელი წყლის შადრევნების მოწყობას 88.888 ათას ლარში სთავაზობს.

საპლაჟო ინფრასტრუქტურის გარდა, ბულვარის ადმინისტრაციას კიდევ ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული. ერთი მათგანი, სასეირნო ხეივანში ე.წ.პრომინათზე ასასვლელის განათებისთვის, რომლის ღირებულება 20, 310 ლარია, ხოლო მეორე ტენდერი სპეციალურ განათების შეძენას გულისხმობს, ე.წ. პროჟექტორებს,რომლისთვისაც 130 ათასი ლარი დაიხარჯება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი