''ბრემენელი მუსიკოსები'' - პრემიერა

07 აპრილი 2016, 00:00 3102 ნახვა

,,ბრემენელი მუსიკოსები"--ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. წარმოდგენა რეჟისორმა რამაზ ბოლქვაძემ დადგა, მასში ბავშვთა თეატრალური კლუბის 12 მოსწავლე მონაწილეობდა. დაბა ხულოს საჯარო სკოლის ბავშვთა თეატრალური კლუბი 2015 წლის ,,სასკოლო კლუბების ხელშეწყობის" ქვეპროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი გამარჯვებულია. კლუბის წევრები მიმდინარე წლის დასრულებამდე საგანმანათლებლო, შემეცნებითი და საზოგადოებრივი მიმართულებით სხვადასხვა აქტივობას განახორციელებენ. პროექტს აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ახორციელებს.

ამავე კატეგორიაში