საკანონმდებლო ინიციატივა

25 თებერვალი 2017, 00:00 2747 ნახვა

საგაზაფხულო სესიაზე განათლების სფეროს მიმართულებით ორ ახალი კანონპროექტს წარადგენენ - ინფორმაციას განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ავრცელებს. მარიამ ჯაშის ინფორმაციით, ერთ-ერთი კანონპროექტი პროფესიულ სასწავლებლებს ეხება. ცვლილებების მიხედვით, კოლეჯის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების საშუალება ექნებათ. მეორე კანონპროექტი კი სასწავლო დაწესებულებებში ინკლუზიურ განათლებას უკავშირდება, რაც ბაღებსა და სასწავლებლებში გარემოს ადაპტირებას გულისხმობს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში