სიახლეები აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში

28 ივნისი 2021, 17:08 13283 ნახვა

სიახლეები აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში

დღევანდელი , 28 ივნისის გადაცემა აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლას დაეთმო.

#აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა პირველად მონაწილეობდა სტუდენტურ ქორეოგრაფიულ ფორუმ -ფესტივალში „ტერფსიქორე -2021“.

#29 ივნისს ბათუმის ბულვარში გაიმართება კონცერტი „ფოლკლორის კვალდაკვალ“ , სადაც ქორეოგრაფიული და ხალხური მუსიკი განყოფილების მოსწავლეები შეასრულებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის სასიმღერო და საცეკვაო ფოლკლორის ნიმუშებს . ასევე გაიმართება ხალხური რეწვის განყოფილების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა

#აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლას 2021-22 სასწავლო წლისთვის გამოცხადებული აქვს მიღება ხალხური მუსიკის, ქორეოგრაფიისა და ხალხური რეწვის სპეციალობებზე.

„კონტაქტის „ სტუდიის სტუმრები :  აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის დირექტორი ვახტანგ ბერიძე და ამავე სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ქართული ცეკვის პედაგოგი მირანდა ბაღდადიშვილი.