მედია და კლიმატის ცვლილების პოლიტიკა

28 ივნისი 2021, 21:16 11040 ნახვა

მედია და კლიმატის ცვლილების პოლიტიკა

21-23 ივნისს გაიმართა  ტრენინგ: მედია და კლიმატის ცვლილების პოლიტიკა. რომლის მიზანიც იყო ჟურნალისტების ინფორმირებულობის ამაღლება კლიმატის ცვლილების პოლიტიკის თაობაზე. საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სტიქიური მოვლენები გახშირდა. ამასთან, გამოკვეთა პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებული აქტივობები. შესაბამისად, აქტუალური ხდება მედიის მიერ აღნიშნული საკითხების გაშუქება.

აღნიშნული ღონისძიება დაიგეგმა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინასებით მიმდინარე პროექტის „ინტეგრირებული გამჭვირვალობის ჩარჩო საქართველოში პარიზის შეთანხმების განსახორციელებლად“ (ITF) ფარგლებში. პროექტის განმახორციელებელი კი გახლავთ გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP), ხოლო აღმასრულებელი კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC).

უამრავი სიახლე მოვისმინეთ ჟურნალისტებმა კომპეტენტური ადამიანებისგან, მომდევნო გადაცემებში მოვუსმენთ ყველას, დღეს კი კითხვებზე გვპასუხობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის უფროსი - ნინო თხილავა.