27 ივნისი 2021, 14:40 3053 ნახვა

პანდემიის გავლენა ბიზნესის განწყობებზე

სამშენებლო სექტორში ბიზნეს კლიმატი გაუარსდა - რას ამბობს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მეორე კვარტლის კვლევა სხვა სექტორებზე.

 ეროვნული ვალუტის კურსის რყევას ბიზნესი საქმიანობში მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად ასახელებს - რას უკავშირდება, უმთავრესად, ჩამონათვალში მეორე ადგილზე დასახელებული სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერების არსებობა.

 რატომ იქცა სირთულედ ბიზნესისთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომა - ვინ საიდან ღებულობს დაფინანსებას კოვიდპანდემიის პირობებში.

 მომდევნო 6 თვის განმავლობაში ბიზნესი ფასების და ბრუნვის ზრდას ელის - რა გეგმები აქვთ კომპანიებს დასაქმებულებთან დაკავშირებით.

 სტუმრები: ლევან ვეფხვაძე - საქართველოს ბიზნეასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, პაატა აროშიძე - ეკონომისტი, ბსუ ასოცირებული პროფესორი, ირაკლი მესხი - ეკონომისტი.