50-იანი წლების ამერიკული ოცნება და იდილია

20 ივნისი 2021, 14:31 3206 ნახვა

50-იანი წლების ამერიკული ოცნება და იდილია

დეკონსტრუქცია - ამერიკის იდილიური 50-იანი წლები ფილმ „ბრეოლინის" მაგალითზე .1950 იანი წლები შეერთებული შტატებისთვის ბუმით აღინიშნა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დაიწყო ეკონომიკური აღმავლობა, დემოგრაფიული ბუმი, რასაც "ბები ბუმი" უწოდეს. საშუალო ამერიკელი შემოსავალი გაიზარდა და მათ მიეცით შესაძლებლობა "ამერიკული ოცნება" რეალობად ექციათ, სახლი გარეუბანში, „კადილაკის" მარკის ავტომობილი, მეუღლე და რამდენიმე შვილი. შეიქმნა იდილიური გარემო, თუმცა ამასთან ერთად არსებობდა მწვავე სოციალური და პოლიტიკური პროტესტიც. 1978 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა ფილმი "ბრეოლინი", რომლის მთავარი იდეა 50-იანი წლების იდილიური ამერიკი გაშარჟება იყო, თუმცა ფილმი საუნდთრეკით და ჯონ ტრავოლტა ცეკვებით უფრო გახდა პოპულარული ვიდრე 50-იანი წლების პაროდიით. ახალგაზრდები, რომლებიც ყალიბდებოდნენ ვიეტნამის ომის, ჰიპების მოძრაობისა და უფლებებისთვს ბრძოის ფონზე, გაუჩნდათ იდილიური 50-იანი წლების ნოსტალგია. და მაინც რა იყო ამერიკული 50-იანები ? გადაცემაში სწორედ ამ მნიშნელოვან დეკადაზე ვილაპარაკებ