ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა

21 ივნისი 2021, 22:44 6611 ნახვა

ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა

მთავრობამ ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა, რომელიც  ითვალისწინებს, საქართველოში არსებული ქარსაფარი ზოლების იდენტიფიცირება-ინვენტარიზაციასა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციასპროგრამის ფარგლებში ასევე ინვენტარიზაციას დაექვემდებარება, როგორც მწვანე ნარგაობებით დაკავებული ქარსაფარი ზოლები, ასევე ქარსაფარი ზოლების ის ტერიტორიები, სადაც მთლიანად ან ნაწილობრივ არის განადგურებული მწვანე ნარგაობები.

ქარსაფარი ზოლების ფუნქცია ნიადაგის ქარისმიერი ეროზიისგან დაცვა და მისთვის ნაყოფიერების შენარჩუნებაა.

პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს  მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით.

ამ ყველაფერზე უფრო საინტერესოდ და ვრცლად  მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე საუბრობს გადაცემაში