ეკონომიკის რეალური ზრდა თუ კონტრასტის ეფექტი?
აპრილში მთლიანი შიდა პროდუქტი 44.8%-ით გაიზარდა - რამ განაპირობა ეკონომიკის მკვეთრად პოზიტიური ზრდა, რატომ გაჩნდა კითხვები გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით და როგორია განმარტება - სტუმარი: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე.
მაისში წლიური ინფლაციის დონემ ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს 7.7%-ს მიაღწია - რატომ ვერ აისახა ლარის გამყარება ფასებზე და რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს მოკლე და საშუალოვადიანი პერიოდისთვის - სტუმარი: ეკონომისტი ოთარ ნადარაია.
2020 წელს საქართველოს მოქალაქეების შემოსავლები 4.5%-ით, ხოლო ხარჯები 7.6%-ით შემცირდა - როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე ქვეყანაში ორი ლოქდაუნის პირობებში და როდის უნდა ველოდოთ პოზიტიურ დინამიკას - სტუმარი: ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე.