"მოხუცი ჯამბაზები"

30 მაისი 2021, 14:17 3213 ნახვა

"მოხუცი ჯამბაზები"

სპექტაკლი "მოხუცი ჯამბაზები", რომელსაც 2008 წლიდან ტაშს უკრავენ, და დღიდან მისი პრემიერისა, მისი პოპულარობა და აქტუალობა იზრდებოდა. აქ შეკრებილი მსახიობები, წლებია სცენას ასე თუ ისე მოწყვეტილები იყვნენ, დაბრუნებისას კი საკუთარი თავის თამაში მოუწიათ, განასახიერეს რა საკუთარი თავი გარკვეულ ალტერნატიულ, ანდაც პარალელურ სამყაროში. "მოხუცი ჯამბაზები" რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ რონალდ ჰარვუდის მიერ 1999 წელს შექმნილი პიესის- „კვარტეტის“– მიხედვით დადგა.

სპექტაკლის მოქმედება მოხუცთა თავშესაფარში მიმდინარეობს. მისი ბინადარნი ყოფილი მსახიობები არიან. განსაკუთრებით ძნელია იმის აღქმა, რომ უკვე აღარ არიან საჭირონი. არტისტისთვის ტეატრის გარეშე დარჩენა ხომ სიკვდილის ტოლფასია.