#აკვაკულტურა #ტყითსარგებლობის ახალი წესი

12 მაისი 2021, 17:05 10077 ნახვა

#აკვაკულტურა #ტყითსარგებლობის ახალი წესი

12 მაისი-ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა. დღევანდელი დღე საქართელოში უქმეა. წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეა.  დღევანდელ დღეს გილოცავთ!

12 მაისის „კონტაქტის“ პირველი ნაწილი აკვაკულტურას დაეთმო . 2020 წელს საქართველომ მიიღო კანონი აკვაკულტურის შესახებ. ახალი კანონმდებლობის პირობებში არსებულ რეალობასა და გამოწვევებზე  სასაუბროდ "კონტაქტის სტუმარი იყო ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის „ფორეჯი“ გამგეობის თავმჯდომარე სოფო დიასამიძე

გადაცემის მეორე ნაწილში კი ტყითსარგებლობის ახალ წესზე ვისაუბრეთ , რომელიც 10 მაისს მთავრობის სხდომაზე მიიღეს და 2023 წლიდან ამოქმედდება.

„კონტაქტის“ სტუმარი იყო აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსი რევაზ ვასაძე.