თემა:ციფრული ლარი - ხსნა თუ ინოვაცია?
როგორი იქნება ციფრული ლარი და რამდენად შეძლებს, ის, ჩაანაცვლოს ქაღალდის ფული - კითხვებს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ოთარ გორგოძე პასუხობს.
რა უპირატესობებით და ნაკლით ხასიათდება კრიპტოვალუტა და რით განსხვავდება ის ბიტკოინებისგან - განმარტებები CryptoX-ის დამფუძნებლისგან იოსებ ბოლქვაძისგან.
რას მოუტანს საქართველოს ეროვნული ვალუტის გაციფრულება და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარება - ევროკავშირის ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის მკვლევარის ლევან ბოძაშვილის ჩართვა.
რა გავლენა შეიძლება იქონიოს კრიპტოლარის შექმნამ ინფლაციაზე, გაუფასურებაზე და ქვეყნის სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე - ნინო კონცელიძის, ირაკლი მესხის და პაატა ჩაგანავას მოსაზრებები.
როგორი შეიძლება იყოს ციფრული ლარის ფართო მომხმარებაში დანერგვის პერსპექტივა და ზოგადად კრიპტოვალუტების მომავალი - მსჯელობა სტუდიაში ახალგაზრდა ეკონომისტებთან ნონა ხუჯაძესთან და ზეინაბ სურმანიძესთან ერთად.