ქობულეთის მუზეუმი
„კონტაქტში“ ხშირად ვსაუბრობთ ტურისტულ ობიექტებზე, რომლებიც კოვიდ-პანდემიის პირობებში სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა , მაგრამ მეტ-ნაკლებად მოერგო ახალ რეალობას . იმ ადგილების ჩამონათვალში , რითაც ვიზიტორები ინტერესდებიან, მუზეუმებიც არის.
დღევანდელი, 12 მარტის გადაცემისთვის ქობულეთის მუზეუმი შევარჩიეთ , სადაც სამუზეუმო საქმიანობა 1 მარტს განახლდა.
მიმდინარე და სამომავლო აქტივობებზე სასაუბროდ "კონტაქტის" სტუდიის სტუმარი იყო ქობულეთის მუზეუმის დირექტორი რეზო ტაკიძე.