ამაგები
#კონტაქტი
ტრადიციულად ყოველ ოთხშაბათს "კონტაქტი' სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებულ თემას ეთმობა.
რამდენიმე წელია აჭარაში ამაგები- აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანებები ფუნქციონირებს . მათი შექმნის მიზანი სოფლის განვითარების პროცესებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინიციატივების ხელისუფლებამდე მიტანაა . პირველი ამაგი საპილოტე პროგრამის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში ჩამოყალიბდა .ამჟამად აჭარაში 46 ამაგია.
დღევანდელი, 10 მარტის გადაცემაში ვისაუბრეთ ამაგების როლზე სოფლის გაძლიერებაში .
„კონტაქტის“ სტუმრები იყვნენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების განყოფილების უფროსი ზურაბ ჩიხლაძე და ამაგის „მაჭახელა“ თავმჯდომარე გიორგი სალვარიძე.