გადავადებული სესხების ეფექტი
როგორ აისახა მოქალაქეთა ვალდებულებებზე სესხების გადავადება, კარგავენ თუ არა ისინი გადახდისუნარიანობას და რას პასუხობენ საფინანსო ორგანიზაციები მათ, ვინც საჭიროების მიუხედავად საშეღავათო პერიოდით სარგებლობა ვერ შეძლო - კითხვებს საბანკო ვალდებულებებითა და იპოთეკით დაზარალებულთა უფლებების დამცველი ლალი ზაქარეიშვილი პასუხობს.
როგორ აისახა სესხების გადავადება ბიზნესზე, რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდნენ მცირე და საშუალო მეწარმეები საშეღავათო პერიოდების დასრულების შემდეგ და იგეგმება თუ არა რაიმე მათ მხარდასაჭერად, დამატებით, ვითარების კიდევ უფრო მეტად დამძიმების შემთხვევაში - კითხვებს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე პასუხობს.
რას ითვალისწინებდა სინამდვილეში პანდემიის პერიოდში სესხების გადავადება, რატომ და რა ოდენობით გაიზარდა მოქალაქეთა და ბიზნესის ვალდებულებები გაწეული შეღავათების შედეგად და რას აპირებენ ბანკები იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში გადახდისუუნაროთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება - კითხვებს საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე პასუხობს.