რა მნიშვნელობა აქვს ორგანიზმისთვის მიკროელემენტებსა და ვიტამინებს

09 თებერვალი 2021, 17:04 12812 ნახვა

რა მნიშვნელობა აქვს ორგანიზმისთვის მიკროელემენტებსა და ვიტამინებს

#კონტაქტი

კორონავირუსის პანდემიამ ადამიანების დამოკიდებულება საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ შეცვალა .პასუხისმგებლობა უფრო მეტად გაიზარდა თუ შიში- ალბათ,  ეს ცალკე კვლევის თემაა.

ერთი კი უდავოა, თითოეული ჩვენგანის ფიქრი მიმართულია იქითკენ, რისი გაკეთება შეიძლება ვირუსის თავიდან ასაცილებლად, შვილების, მშობლების, ოჯახის სხვა წევრების ჯანმრთელობის დასაცავად. სოციალურ ქსელებში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება იმაზე, თუ რა ვჭამოთ, რა დავლიოთ და როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან.

პირველ რიგში, ყველა კომპეტენტური წყარო გეტყვით, რომ კორონავირუსისგან თავის დასაცავად პირბადეზე,  სოციალურ დისტანცირებასა და პერსონალურ ჰიგიენაზე ეფექტური მეთოდი არ არსებობს.

თუმცა თითოეულ ჩვენგანს შეუძლია საკუთარ იმუნურ სისტემას ოპტიმალურად მუშაობაში დაეხმაროს.

რა მნიშვნელობა აქვს ორგანიზმისთვის მიკროელემენტებსა და ვიტამინებს- ამაზე დღევანდელი, 9 თებერვლის გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმარი იყო ექიმი-ენდოკრინოლოგი ლია ჯაში.