07 თებერვალი 2021, 16:15 3403 ნახვა

პანდემია და მსხვილი პროექტები აჭარაში

რატომ არ დაწყებულა პროექტის პრეზენტაციიდან თითქმის ორი წლის შემდეგაც "მწვანე ქალაქი"–ს მშენებლობა ქობულეთში, დგას თუ არა პანდემიის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ რეგიონისთვის უპრეცენდენტოდ შეფასებული ჩეხური ინვესტიციის განხორციელება და რა სამოქმედო გეგმები აქვთ უცხოელი ინვესტორების ქართველ პარტნიორებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას კრიზისულ ვითარებაში პროექტის შეუფერხებლად განსახორციელებლად – კითხვებს შპს "გრინ რეზორტი"–ს ოპერაციული მენეჯერი გიორგი კიკნაველიძე პასუხობს.

 რატომ დაგვიანდა ოთხი თვით აჭარის სოფლებში წყლისა და წყალარინების თანამედროვე სისტემების მოწყობის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, როდის ექნებათ უწყვეტი წყალმომარაგება და საკანალიზაციო სისტემები შერჩეულ დასახლებებში და რაში დაიხარჯება პროექტისთვის თანადაფინანსების სახით აჭარის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 9 მილიონი ევრო – შეკითხვებს სს "აჭარის წყლის ალიანსი"–ს დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე პასუხობს.

 რა დაუჯდა აჭარის ბიუჯეტს პეტრას ციხის რეაბილიტაცია, როდის გაიხსნება და როგორ იმართება კომპლექსი და რა დამატებითი ეკონომიკური დივიდენდების მოტანას შეძლებს ის რეგიონის ტურისტული პოტენციალისთვის პოსტპანდემიურ პერიოდში – შეკითხვებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ოლეგ ბოლქვაძე პასუხობს.