გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის შესარჩევი ღია კონკურსი

28 იანვარი 2021, 17:17 13300 ნახვა

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის შესარჩევი ღია კონკურსი

#კონტაქტი

ყოველ ხუთშაბათს „კონტაქტი“ სხვადასხვა პროექტს ეთმობა.

დღევანდელი, 28 იანვრის გადაცემაში ვისაუბრეთ „გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის“ შესარჩევ ღია კონკურსზე. კონკურსი ახალგაზრდობის სააგენტომ 25 იანვარს გამოაცხადა და იგი გაეროს საქართველოს ოფისთან პარტნიორობით ხორციელდება.გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1981 წელს წევრ ქვეყნებს მოუწოდა ოფიციალურ დელეგაციებში ახალგაზრდა დელეგატების შეყვანის თაობაზე. ამ ინიციატივას საქართველო 2012 წელს შეუერთდა და მას შემდეგ გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლები იყვნენ: გიორგი ჭეხანი, თორნიკე ზურაბიშვილი, ლაშა შაყულაშვილი, მარიამ სიხარულიძე, თათია დოლიძე,გიორგი ტუმასიანი, ლიკა ტორიკაშვილი და ესმა გუმბერიძე.

ვის შეუძლია გახდეს გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი და ამისთვის რა ეტაპების გავლაა საჭირო - ამაზე „კონტაქტის“ პირველ ბლოკში ახალგაზრდობის სააგენტოს თანამშრომელმა , პროექტის კოორდინატორმა თიკო ჭრელაშვილმა ისაუბრა.

„კონტაქტის“ მეორე ბლოკის სტუმარი იყო გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ამჟამინდელი წარმომადგენელი ესმა გუმბერიძე.