თოვლი რომელიც გვენატრება, ბოლო წლებში არსებული უჩვეულოდ თბილი ზამთარი - კლიმატოლოგის შეფასება

18 იანვარი 2021, 20:54 11289 ნახვა

თოვლი რომელიც გვენატრება, ბოლო წლებში არსებული უჩვეულოდ თბილი ზამთარი - კლიმატოლოგის შეფასება

ბოლო დღეებში აცივდა, მაგრამ სანაპირო კურორტებსა და დასავლეთ საქართველოს დაბლობზე წელს უჩვეულოდ თბილა, მაღალი ტემპერატურა  სანაპირო ზოლში ზამთარში იშვიათობა ნამდვილად არაა, მაგრამ არა მარტო მიმდინარე წელს, გასულ წლებშიც  ზამთრის სეზონზე  მაღალი ტემპერატურული ფონი დროში გახანგძლივებულია.

არის თუ არა ასეთი სიტუაცია კლიმატის  ცვლილების მიერ გამოწვეული, ან შეიძლება ნორმაცაა, ვინაიდან გლობალური დათბობის დასკვნა წლების მიერ შესაფასებელი პროცესია და არა კონკრეტული პერიოდის, რა ხდება ჩვენს დიდებულ ქვეყანაში ამინდის მხრივ -  გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის  უფროსის მოადგილე #ლიკა #მეგრელიძე საუბრობს გადაცემაში ამ ყველაფერზე