26 ნოემბერი 2020, 12:29 721 ნახვა

სცენა - მესხეთის თეატრი /ნაწილი მეორე/

ცოცხალი სარეპერტუარო ცხოვრების გარდა, მესხეთის თეატრში, ლია სულუაშვილის ინიციატივით, ატარებენ ქართული დრამატურგიის ფესტივალს. მისი  მიზანია  ქვეყანაში დრამატურგიის ხელშეწყობა და ახალი ავტორების გამოვლენა , რაც საქართველოს მთელი თეატრალური ცხოვრებისთვისაა საჭირო და არსებითი. 

ახალციხის თეატრი ასრულებდა და დღემდე ასრულებს მისიას, რომელიც  იტვირთა. სცენიდან ისმის ქართული სიტყვა, მოსახლეობას ესაუბრებიან პრობლემებზე, რომლებიც  აწუხებს. ესაუბრებიან თანამედროვე ენაზე და არ ეშინიათ ექსპერიმენტების.