ორგანიზაცია "ჰორიზონტის" პროექტი „ახალგაზრდების ციფრული ჩართულობა“. კოვიდ -პანდემია და ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის საქმიანობა.

12 ნოემბერი 2020, 17:23 13504 ნახვა

ორგანიზაცია "ჰორიზონტის" პროექტი „ახალგაზრდების ციფრული ჩართულობა“. კოვიდ -პანდემია და ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის საქმიანობა.

დღევანდელი , 12 ნოემბრის გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ პროექტზე „ახალგაზრდების ციფრული ჩართულობა“, რომელსაც ორგანიზაცია „ახალგაზრდული ჰორიზონტი“ ქობულეთის ადგილობრივ თვითმმართველობასთან პარტნიორობით ახორციელებს. 14 ნოემბერს ბათუმში გაიმართება პროექტის პრეზენტაცია.

გადაცემის სტუმარი იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების , მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლია შაქარიშვილი.

„კონტაქტის“ მეორე ნაწილი ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის საქმიანობას დაეთმო . რა კორექტივები შეიტანა კოვიდ-პანდემიამ ახალგაზრდობის ცენტრის სამოქმედო გეგმაში, როგორი პერიოდულობით ტარდება ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა, ხდე თუ არა მათი მოსაზრებების გათვალისწინება , ამ ეტაპზე რომელ ონლაინ- კონკურსში შეუძლიან ახალგაზრდებს მონაწილეობა - ამ და სხვა საკითხებზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსმა, ახალგაზრდობის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატა ხინკილაძემ ისაუბრა.