ახალი კორონავირუსი და რეკომენდაციები

16 ივნისი 2020, 18:28 20886 ნახვა

ახალი კორონავირუსი და რეკომენდაციები

#კონტაქტი

ახალი კორონავირუსის პანდემია ჯანმომ მიმდინარე წლის 11 მარტს გამოაცხადა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ტერმინის გამოყენებას ერთგვარი სიფრთხილით მოეკიდა, რათა მოსახლეობა და მთავრობები უსაფუძვლო პანიკას არ აყოლოდნენ.
პანიკა არა, მაგრამ კოორდინირებული ღონისძიებები და პასუხისმგებლობის გაძლიერება პანდემიისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მას შემდეგ უკვე სამი თვე გავიდა . სამი თვეა მსოფლიო ახალ კორონავირუსთან ბრძოლის გზების ძიებაშია და ამჯერად პანდემიის მეორე ტალღას ელოდება.
16 ივნისის "კონტაქტი" დღევანდელ რეალობას და აუცილებელ რეკომენდაციებს დაეთმო. გადაცემის სტუმარი ყო ნატო ნაკაშიძე -- ეპიდემიოლოგი, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელვაჩაურის პირველი სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსი.