06 თებერვალი 2020, 17:00 10785 ნახვა

სოფ. ბაძგირეთი იმერხევი ისტორიული სამხრეთ საქართელო (თურქეთი) | გადაცემა 200-ე

სოფელი ბაძგირეთი დღევანდელი თურქეთის ტერიტორია. სოფელი ზღვის დონიდან თითქმის 2000 მეტრზე მდებარეობს. სოფელის თითოეული მკვიდრი საუბრობს ქართულად. გადაცემაში ვისმენთ და ვნახულობთ ნიმუშებს, რაც გავრცელებული იყო საზღვრის გავლებამდე. გადაცემის მომზადებისას დავრწმუნდით იმაში, რომ სოფელში აუცილებელია საფუძვლიანი ექსპედიციების ჩატარება ეთნომუსიკოლოგთა მიერ, რათა ჯეროვნად იქნას შესწავლილი სხვა ქვეყანაში დარჩენილი ეთნიკური ჯგუფის დღევანდელი მდგომარეობა თუ როგორ შეინარჩუნეს და რა შემორჩა საუკუნეების წინანდელი ნიმუშებიდან. გადაცემაში ვნახულობთ ფერხულ, ვისმენთ ინსტრუმენტულ მუსიკას და ასევე ვისმენთ ძალიან საინეტრესო ცნობებს სსვადასხვა ტრადიციული დღესასწაულების შესახებ, რაც დღემდე აღინიშნება.