#დარჩი სახლში --უფასო ონლაინ მასტერკლასი დრამატურგიაში

20 მარტი 2020, 17:10 14191 ნახვა

#დარჩი სახლში --უფასო ონლაინ მასტერკლასი დრამატურგიაში

#კონტაქტი
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა და გადავედით ახალ, შიდა გავრცელების ეტაპზე, რამაც მთავრობის მხრიდან დამატებითი ღონისძიებების გამკაცრება მოითხოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა , 19 მარტს , ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურება, გარდა სააფთიაქო ქსელისა, სასურსათო მაღაზიებისა, ბენზინგასამართი სადგურებისა, საბანკო განყოფილებებისა და საფოსტო გზავნილების ქსელისა.
ეს არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც დროში შეზღუდული იქნება, მაგრამ აუცილებელი იმისთვის, რომ ვირუსის შიდა გადაცემა შევაფერხოთ,“ –აღნიშნა გიორგი გახარიამ
დარჩი სახლში- ეს მოწოდება კიდევ უფრო აქტუალური გახდა კორონავირუსის შიდაგავრცელების პრევენციის მიზნით.
არაერთი საინტერესო ინიციატივის შესახებ წაიკითხავთ სოციალურ ქსელში, რაც ამ სიტუციაში ერთმანეთზე ზრუნვას და მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ერთ-ერთ ასეთ ინიციატივაზე ვისაუბრეთ დღევანდელ "კონტაქტში"
ტელეფონით პირდაპრ ეთერში გვერთვებოდა მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი ოთარ ქათამაძე, რომელმაც თეატრის მოყვარულებს უფასო ონლაინ ლექცია/მასტერკლასები შესთავაზა დრამატურგიაში .