ქართული კულტურისა და ისტორიის ქომაგი- „მუსტაფა იაქუთი(გურამ ხიმშიაშვილი)“-

06 მარტი 2020, 17:10 18084 ნახვა

ქართული კულტურისა და ისტორიის ქომაგი- „მუსტაფა იაქუთი(გურამ ხიმშიაშვილი)“-

#კონტაქტი
2019 წელს სტამბოლში დაიბეჭდა მწერლის, პუბლიცისტისა და მკვლევარის რამაზ სურმანიძის წიგნი „მუსტაფა იაქუთი(გურამ ხიმშიაშვილი)“.

წიგნი ორენოვანია. ქართულ-თურქული გამოცემის პირველ ნაწილში ავტორს აღწერილი აქვს თურქეთში დაბადებული მუსტაფა იაქუთის( გურამ ხიმშიაშვილის) ცხოვრება და მოღვაწეობა. მეორე ნაწილი კი მის პუბლიცისტურ ნაშრომებს დაუთმო. ქართველი მკითხველისთვის წიგნის წარდგენა 3 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა, გუშინ კი ბათუმში.
უფრო დეტალურად ამ თემაზე დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრეთ.

„კონტაქტის“ სტუდიის სტუმრები იყვნენ მწერალი , პუბლიცისტი და მკვლევარი რამაზ სურმანიძე და ქართული კულტურის და ისტორიის ქომაგი გურამ ხიმშიაშვილი- იგივე მუსტაფა იაქუთი