13 თებერვალი 2020, 17:02 8388 ნახვა

ეროვნული პარკები

ასოციაცია დადეში 5 წლისაა, გასული წლის 3 ივლისს 5 წლის გახდა. თავდაპირველად მეგონა ამ საქმისთვის თავის გართმევას ვერ შევძლებდი, წლების წინ სოფელში ტურიზმის განვითარებაზე საუბარიც არ იყო. დღეს კი, როგორც ხედავთ ყველაფერი გამოვიდა და დროთა განმავლობაში ყველაფერი შესაძლებელი გახდა. ქალთა ასოციაცია დადეში ანზორ გოგოთიძის დახმარებით დაარსდა. მან გაცნობითი ტურის ფარგლებში თუშეთში წამიყვანა, იქ კი როგორც იტყვიან თავლი ამეხილა. მე თავად ვნახე და გავიგე რისი გაკეთება იყო საჭირო. ეს მოულოდნელი მხარდაჭერა გადამწყვეტი აღმოჩნდა და ასოციაცია დადეშიც დაფუძნდა.