კიბერუსაფრთხოება და მოზარდები, კიბეროლიმპიადა Cyber Cube 2019 , ბათუმის ამერიკული კუთხე, მოსწავლეთა გზავნილები,მონოლოგი,,გოგონების ძალისხმევა''

28 ივნისი 2019, 16:30 14422 ნახვა

კიბერუსაფრთხოება და მოზარდები, კიბეროლიმპიადა Cyber Cube 2019 , ბათუმის ამერიკული კუთხე, მოსწავლეთა გზავნილები,მონოლოგი,,გოგონების ძალისხმევა''

ბათუმის ამერიკული კუთხის კიბერუსაფრთხოების ბანაკის მონაწილე  გუნდები   ეროვნულ  კიბეროლიმპიადაზე   საუკეთესო  ათეულში  მოხვდნენ    ( Cyber Cube 2019)

გადაცემის   პირველი  ნაწილის  სტუმრები-ბათუმის  ამერიკული  კუთხის  ტექნიკური მენეჯერი   ზურაბ  მესხიძე  და კიბეროლიმპიადის  მონაწილე  კობა  ბერიძე  იქნებიან .

მეორე   ნაწილი   დაეთმობა -  მკითხველთა  და  კრიტიკოსთა  კლუბის   საგანმანათლებლო  პროექტს  – ,,8  წუთი  8  ამბავი ‘’

თუ  რა   თემებს  ეხება   მონოლოგები  და  რა  აქვთ  სათქმელი ახალგაზრდებს  ამას  ,, ღია  ეთერიდან ‘’  შეიტყობთ ,

ეტაპობრივად  მოისმენთ მოსწავლეთა  გზავნილებს  , მონოლოგებს , რომლებიც  მოზარდებმა  საგანმანათლებლო   პროექტისთვის  - მონოლოგების  საღამოსთვის  -  შექმნეს .   

დღეს  თქვენს  წინაშე  თავისი  მონოლოგით ,,გონების ძალისხმევა'' -  კერძო სკოლა ,,განათლების''   მე- 9 კლასის  მოსწავლე - ელისაბედ  კეჟერაძე  წარსდეგბა.