სასკოლო კლუბების ინიციატივები , გამარჯვებული პროექტები , მოსწავლეთა გზავნილები , მონოლოგები , შეცვალე მსოფლიო კეთილი საქმით, მსოფლიოს მეორე მხარე ..
მოგეხსენებათ , აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „კონკურსებისა და ოლიმპიადების“ ქვეპროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად სასკოლო კლუბების ინიციატივების დაფინანსებას ახორციელებს,
წელს 85 პროექტიდან 17 გამარჯვებული კლუბის პროექტი გამოვლინდა -უფრო დეტალურად სასკოლო კლუბების მნიშვნელობის შესახებ გადაცემის სტუმრები ისაუბრებენ - აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ნინო ნაკაშიძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე ლიკა ჯინჭარაძე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ქამაშიძე ..
მეორე ნაწილი კი დაეთმობა .. ბათუმის კერძო სკოლა „ განათლების“ მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბის საგანმანათლებლო პროექტს- ,,8 წუთი 8 ამბავი ‘’ - მოვისმენთ მოსწავლეთა გზავნილებს და ეტაპობრივად გავეცნობით მონოლოგებს , რომლებიც მოზარდებმა მონოლოგების საღამოსთვის შექმნეს . რა თემებს ეხება მონოლოგები და რა აქვთ სათქმელი ახალგაზრდებს ამას ჩვენი გადაცემებიდან შეიტყობთ .. დღეს მოისმენთ ქეთი ბოლქვაძის მონოლოგს - მსოფლიოს მეორე მხარე..