ევროპის ჩემპიონი კესარია მგელაძე , ნორჩი ბათუმელი მოჭადრაკეების მიღწევები, ბათუმის კერძო სკოლა ,, თამარისი’’–ს მეხუთეკლასელები.
9 წლის კესარია მგელაძე ევროპის ჩემპიონია - რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად , რამდენად რთულია ჩემპიონის ტიტულის მოპოვება , რაზე ოცნებობს და რა გეგმები აქვს ნორჩ მოჭადრაკეს – გადაცემის პირველ ნაწილში ამ ტემაზე ვისაუბრებთ , ასევე აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ახალ პროექტებს და ნორჩი ბათუმელი მოჭადრაკეების მიღწევებსაც გაგაცნობთ ..
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივანი, ფედერაციის პრეზიდენტის , გროსმაისტერის სალომე მელიას დედა – ქეთევან მუხაშავრია , საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, FIDE-ს არბიტრი ლეონიდ ნეურონოვი და ნორჩი ჩემპიონი კესარია მგელაძე – მამასთან , მალხაზ მგელაძესთან ერთად იქნებიან გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები ..
მეორე ნაწილი კი ბათუმის კერძო სკოლა ,, თამარისი’’–ს მე–5 კლასელებს დაეთმობათ , ბავშვები, საზაფხულო არდადეგების დაწყებამდე რადიოჟურნალისტიკით დაინტერესდნენ და რადიო ,,აჭარას’’ სტუმრობდნენ , როგორია მათი შათბეჭდილებები და როგორ აპირებენ ბავშვები საზაფხულო არდადეგები გატარებას ამას რამდენიმე წუთში გაიგებთ.