შ.შ.მ პირთა უფლებების დაცვის დღე, ინკლუზიური სწავლების ცენტრის პირველი გამოშვება. ჩემი პროფესია-ჩემი არჩევანი.
14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა .
დღეს , სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდებს ბოლო ზარი აქვთ , ისინი 12 წლიანი კურსის დასრულებას აღნიშნავენ .
გადაცემის პირველ ნაწილში - ბათუმის 26 -ე საჯარო სკოლაში შევიხედავთ , სადაც ინკლუზიური სწავლების ცენტრის პირველ გამოშვებას ზეიმობენ .
მეორე ნაწილი მომავალი პროფესიის არჩევას დაეთმობა , როგორ გადაწყვეტილებებს იღებენ მოზარდები , როგორ ირჩვენ პროფესიებს და როგორია შედეგები- დეტალები დღევანდელ გადაცემაში.