22 ოქტომბერი 2018, 20:00 16211 ნახვა

საოჯახო საწარმო და მოზარდები, მეწარმეობა გატაცება თუ მომავალი პროფესია ,,პროექტი-,, ბიზნეს უნარჩვევები დაწყებით განათლებაში '' - დღეს ამ თემებს შევეხებით...ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტზე ვისაუბრებთ და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახინჯაურში მცხოვრებ სამშვილიან ოჯახს გავიცნობთ.. გავარკვევთ ვისი იდეა იყო ,,ჩირკოლადის ‘’წარმოება, როგორ და რატომ გადაწყვიტა ახალგაზრდა ცოლ–ქმარმა საოჯახო საწარმოს გახსნა , რამდენად ინტერესდებიან მოზარდები სამეწარმეო საქმიანობით და როგორ ეხმარებიან მშობლებს ... სტუდიის სტუმრები იქნებიან: - კოოპერატივ ,,აგრო–გრუპის ‘’დამფუძნებელი დირექტორი ჯიმშერ ბერიძე , ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის საკითხებში ზაირა ჯიბლაძე და მათი შვილები , ელენე და თამარ ბერიძეები.. გავიგებთ აგრეთვე , თუ რა შედეგებით დასრულდა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ის მიერ დაფინანსებული პროექტი- ბიზნეს უნარჩვევები დაწყებით განათლებაში და როგორ მიმდინარეობს ,,მეწარმეობის საფუძვლების’’ სწავლება სკოლებში .. ამ პროგრამის შესახებ ,,ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს ‘’ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გეგეშიძე ისუბრებს .. გვისმინეთ ტალღაზე FM 104.5 .. ..13 საათსა და 10 წუთზე .გადაცემა,, ღია ეთერი '' ირმა ჩხაიძესთან ერთად - FM 104.5სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე)