უსაფრთხო სკოლა - ''ღია ეთერის'' თემა. როგორ კონტროლდება სახანძრო უსაფრთხოების ნორმები და რამდენად დაცულები არიან ბავშვები სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში. იციან თუ არა მოზარდებმა როგორ უნდა მოიქცნენ საგანგებო სიტუაციების დროს. როგორ ტარდება სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების გაკვეთილები. რამდენად არის სკოლა ზრუნვაზე ორიენტირებული და რა კეთდება იმისათვის, რომ მოსწავლეებმა სკოლაში თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. რას ნიშნავს უსაფრთხო სკოლა? გადაცემის სტუმრები: ბათუმის მე–10 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ხათუნა დოლიძე, ამავე სკოლის სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების პედაგოგი მარინა გაბაიძე და მოსწავლეები. არიამ თოიძე და ელენე კუპრაძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, პროექტის ''უსაფრთხოების ათი გაკვეთილი'' კოორდინატორი მარიამ ძეგანიძე (სატ.ჩართვა). და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე მამუკა თურმანიძე. (სატ.ჩართვა). გადაცემის ავტორი და წამყვანი ირმა ჩხაიძე. სარეჟისორო პულტთან თეკლა მჭედლიძე.