11 ივნისი 2017, 20:00 12411 ნახვა

თხილვანელი ეკომიგრანტებისთვის კომპენსაციის გაცემა დღეიდან დაიწყო. რამდენმა ოჯახმა მიიღო სახელმწიფოსგან 25 ათასი ლარი და რა ვალდებულებებს დათანხმდნენ ადგილობრივები სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობით, ორმხრივი ხელშეკრულების დეტალებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის უფროსის დალი ქიქავასგან შეიტყობთ. პირდაპირ ეთერში ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე ჩაერთვება.