დილის რადიო

28 ნოემბერი 2025, 10:50 907 ნახვა

დილის რადიო

28 ნოემბერი პარასკევი 

გადაცემის სრული ჩანაწერი

კობა ფარტენაძისგან ამინდის უტყუარ პროგნოზს გავიგებთ

28 ნოემბრით არაერთი მნიშვნელოვანი, საინტერესო ფაქტი და მოვლენაა დათარიღებული, მათ შესახებ მოგიყვებით

სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება 

# ქალთა მიმართ ძალადობა და 16-დღიანი კამპანია, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენცია.

#დილის რადიოს სტუმარი თიკო აბაშიძე- ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის კომიტეტის წარმომადგენელი აჭარაში, .არასამთავრობო ორგანიზაციის „იალქანი“ დირექტორი.

#დღეს ლენა ჭაღალიძის რუბრიკაში “მოკლე ისტორიები” გაიცნობთ სალომე ბერიძეს, კოლეჯ „ბლექსის“ დუალური პროგრამის სასტუმრო მომსახურების კურსდამთავრებულს. სალომემ სწავლის დასრულებისთანავე შეძლო საკუთარი პროფესიით დასაქმება . დღეს ის ერთ-ერთი წარმატებული გაყიდვების მენეჯერია და ყოველდღიურად ცდილობს განვითარებას.

#მზადება პრემიერისთვის.

#ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში 30 ნოემბერს მაყურებელი ნახავს სპექტაკლს- ,,ოქროს წიწილა,”

#დილის რადიოს სტუმრები რეჟისორი - კობა ფაცურია და მსახიობი - სოფიო ცინცაძე

#ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს 90 წელი შეუსრულდა, რა ფორმატით აღინიშნება საიუბილეო თარიღი და რა აქტივობებს უმასპინძლებს უნივერსიტეტი, ამას ანო ცისკარიძის სიუჟეტიდან შევიტყობთ. 

სპორტის სიახლეები სეოსთან ერთად

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან