დილის რადიო

06 ნოემბერი 2025, 10:01 50 ნახვა

დილის რადიო

6 ნოემბერი ხუთშაბთი

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება. გადაცემის ანონსი

ამინდის პროგნოზს კობა ფარტენძისგან გავიგებთ და შეიარაღებული კონფლიქტის დროს გარემოს ექსპლუატაციის პრევენციის საერთაშორისო დღის მნიშვნელობის შესახებაც მივიღებთ ინფორმაციას. ეს თარიღი 2001 წლიდან აღინიშნება 

6 ნოემბრით დათარიღებული სხვა საინტერესო ფაქტებისა და მოვლენების შესახებაც მოგიყვებით

სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება

#ბათუმის საერთაშორისო თოჯინების მესამე თეატრალური ფესტივალი

#დილის რადიოს სტუმრები: ნიკოლოზ საბაშვილი-ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს თოჯინების პროფესოული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების დირექტორი გიორგი შალუტაშვილი-ფესტივალის ჟიურის წევრი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

#დილის რადიოში დღეს მოვისმენთ ბათუმზე შექმნილი ერთი სიმღერის ისტორიას.  სიმღერის ლექსი ეკუთვნის ბათუმელ პოეტს ვახტანგ ღლონტს. ასრულებს ირმა სოაძე

#სტუდფესტი 2025 (ჩართვა ტელევიზიაში)

#დილის რადიოს სტუმრები: ნიკა ფარტენაძე-ბსუ-ს თვითმმართველობის თავმჯდომარე, ნანუკა მანველიძე,-ბსუ-ს სტუდენტი, მოხალისეობრივი გუნდის გამარჯვებული 

#რატი რატიანის რუბრიკა „დაუსრულებელი პლეილისტი“ დღეს ეთმობა Mac DeMarco-ს , რომელიც დაბრუნდა ახალი ალბომით Guitar.  სიმღერა “Home” კი გვახსენებს, რომ ხანდახან ყველაზე შორეული მოგზაურობა საკუთარ თავთან დაბრუნებაა..

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად

გადაცემის მიწურულს კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება ამინდის უტყუარი პროგნოზით