დილის რადიო

27 ოქტომბერი 2025, 10:28 151 ნახვა

დილის რადიო

27 ოქტომბერი ორშაბათი

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება . გადაცემის ანონსი

გამომყევი აჭარაში“ – ამ მთავარი გზავნილით,გუშინ 26 ოქტომბერს  აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მასშტაბური კამპანია დასრულდა. (ინფორმაცია)

ამინდის უტყუარ  პროგნოზს კობა ფარტენაძისგან გავიგებთ 

#27 ოქტომბერი აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის მსოფლიო დღეა. აჭარის რადიოს უდავოდ მდიდარი აუდიო ფონდი აქვს. დღეს ეტაპობრივად მიმდინარეობს ფონდში არსებული ჩანაწერების გაციფრულება, რათა ეს უნიკალური მასალა მომავალმა თაობებმა დაუზიანებლად მიიღოს.  რადიოს ოქროს ფონდიდან შემოგთავაზებთ ანა კალანდაძის ხმის ჩანაწერს, რომელიც გაკეთებულია ბათუმში 1981 წელს

27 ოქტომბრით დათარიღებულ სხვა მნიშვნელოვან და საინტერესო ფაქტებზე და მოვლენებზე ვისაუბრებთ 

#ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ გოჩა შაინიძე შერეულ ორთაბრძოლებში ტრიუმფალურად დაბრუნდა. წაუგებელი სერიის ფონზე ის ორი სხვადასხვა ორგანიზაციის ჩემპიონია. მისი შემდეგი მიზანი UFC-ში გადასვლა და საჩემპიონო ქამრის მოპოვებაა. #გოჩა შაინიძე სეო წილოსანის რუბრიკაში „ჩემპიონების გზა“ .

#დღეს სკოლის ბიბლიოთეკების საერთაშორისო დღეა

#დილის რადიოს სტუმრები: აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მაია ქონიაძე და ფერიის საჯაროს სკოლის ბიბლიოთეკარი ლელა აბაშიძე

#Hoppla - ქართული სტარტაპი მგზავრობის გასამარტივებლად-ამ თემას ეთმობა  ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი‘’ #რუბრიკის სტუმარი: ლუკა შავიშვილი - Hoppla-ს დამფუძნებელი და დირექტორი;

#“ლუვრის კარუსელი” - პარიზში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე აჭარაში მოღვაწე მხატვრები წარდგნენ.

#დილის რადიოს სტუმრები : თეონა ზოიძე -აჭარის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი. ბექა ბოლქვაძე და ეკა ცინცაძე-მხატვრები 

#ბათუმის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „შემოდგომის სერენადა’’

#დილის რადიოს სტუმრები : საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე, მწერალი ბაღათერ არაბული და  პოეტი მირანდა ერისთავი 

ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან