„მეტყევის დღე“ - ბუნებასთან კავშირის, ზრუნვისა და სიჩუმის დღესასწაული.
გადაცემაში ვსაუბრობ მეტყევის დღეზე, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა უმეტესად შემოდგომაზე, 1999 წლიდან კი 10 ოქტომბერი განისაზღვრა მეტყევის პროფესიულ დღედ.
გადაცემის ბოლოს მეტყევე - გიორგი თხელიძეს მოვუსმენთ, პირველ ნაწილში კი ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, ნათია იორდანიშვილი, საუბრობს პროფესიულ დღეზე.