ბილი ჰოლიდეი & ნინა სიმონე
„აკოლადას“ ეს გადაცემა ეთმობა ორ ამერიკელ სულიერად მეტად ახლობელ ლეგენდარულ ჯაზ-მომღერალს. გადაცემის პირველ ნაწილში შევხვდებით მომღერალ ქალსა და სიმღერების ავტორს, ელეანორა ფეიგანს, იგივე Billie Holiday-ს, რომელიც თავისი შემოქმედებით ერთ-ერთი პირველი პროტესტანტი შავკანიანი ქალი მუსიკოსი გახდა. ხოლო მეორე ნაწილში მოგითხრობთ მომღერალი ქალის, პიანისტის, კომპოზიტორისა და სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტის, ნინა სიმონეს შესახებ, რომელმაც ასევე თავისი პროტესტით დაამტკიცა, რომ არტისტს შეუძლია იყოს მეტი, ვიდრე უბრალოდ „გამრთობი“.