კრისტიან ლეგრანი და მიშელ ლეგრანი

04 სექტემბერი 2025, 16:34 107 ნახვა

კრისტიან ლეგრანი და მიშელ ლეგრანი

გადაცემა „აკოლადა“ დღეს დაეთმობა ერთი მუსიკალური ოჯახის ორ ბრწყინვალე წარმომადგენელს - და-ძმა კრისტიან და მიშელ ლეგრანებს. პირველ ნაწილში ვისაუბრებთ სახელგანთქმულ მუსიკოსისა და სოპრანოს, Christiane Legrand-ის შესახებ, რომლის უნიკალურმა ვოკალურმა დიაპაზონმა და მრავალფეროვანმა შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა არა მხოლოდ ფრანგული შანსონისა და ჯაზის, არამედ მსოფლიო მუსიკის ისტორიაში. გადაცემის მეორე ნაწილში კი ვისაუბრებთ მისი ძმის - ლეგენდარული კომპოზიტორის, პიანისტის, დირიჟორისა და მომღერლის Michel Legrand-ის შესახებ, რომლის სახელიც კინემატოგრაფის, ჯაზისა და მიუზიკლის ოქროს ხანას განუყრელად დაუკავშირდა.