ლიზა ჯერარდი & ანა ფონ ჰაუსვოლფი

14 აგვისტო 2025, 16:30 110 ნახვა

ლიზა ჯერარდი & ანა ფონ ჰაუსვოლფი

 

გადაცემა „აკოლადას“ პირველი ნაწილი დაეთმობა სახელგანთქმული ავსტრალიელი მომღერლისა და კომპოზიტორი ქალის, ჯგუფ Dead Can Dance-ს ერთ-ერთ დამაარსებლის, Lisa Gerrard-ის შემოქმედების მიმოხილვას. გადაცემის მეორე ნაწილში კი მოგითხრობთ შვედი კომპოზიტორის, პიანისტის, ორღანისტისა და მომღერალი ქალის Anna Von Hausswolff-ის შესახებ, რომელსაც მაყურებელმა და მუსიკალურმა გამოცემებმა „დროუნის დედოფალი“, „საეკლესიო ორღანის უზენაესი ქურუმი“ და „თანამედროვე გოთიკის დივა“ შეარქვეს.