ელიზაბეტ ფრეიზერი & არიელ პინკი
„აკოლადას“ პირველ ნაწილში შევხვდებით სახელგანთქმულ შოტლანდიელ მომღერალსა და სიმღერების ავტორ ქალს Elizabeth Fraser-ს, რომლის ვოკალსაც მუსიკალურმა გამოცემებმა „ანგელოზის ხმა“ უწოდეს. იგი ლეგენდარულ ჯგუფ Cocteau Twins-ში მღეროდა. გადაცემის მეორე ნაწილში კი მოგითხრობთ ამერიკელი ინდი და ლოუ-ფაი მუსიკოსის, მომღერლისა და სიმღერების ავტორის Ariel Pink-ის შესახებ, რომელმაც „ჰიპნაგოგიური პოპისა“ და „ჩილვეივის“ ჟანრებს დაუდო სათავე.