დილის რადიო

22 სექტემბერი 2025, 10:07 97 ნახვა

დილის რადიო

 22 სექტემბერი. ორშაბათი

გადაცემის სრული ჩანაწერი

ამინდის პუტყუარი პროგნოზი კობა ფარტენაძისგან

22 სექტემბრით დათარიღებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ ვისაუბრებთ

სპორტის სიახლეებს ტრადიციულად სეო წილოსანი გაგვაცნობს

#ელექტრონულ კომერციაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება;-ამ თემას ეთმობა დღეს ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი‘’. რუბრიკის სტუმარი: ლევან მოლაშვილი - საქართველოს ონლაინ კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი;

#საგანმანათლებლო ორგანიზაცია „მომავლის პალიტრა,“ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში „არ დავივიწყოთ ქართული“ 25 სექტემბერს გეპატიჟებათ თეატრალურ წარმოდგენაზე სახელწოდებით ,,შეხვედრა კლასიკოსებთან“ - საპრემიერო ჩვენება ,ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე გაიმართება

#დილის_რადიოს სტუმრები: თამარ ტუღუში - იდეისა და პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი და შორენა ვერძაძე -სცენარისტი, ფილოლოგი

#აჭარის მუსიკალური საზოგადოების პროექტი “შემეცნებით-საგანმანათლებლო ლექცია -კონცერტების ციკლი აჭარის ზოგდსაგანმანათლებლო სკოლების მოსწსვლეებისთვის”

#დილის რადიოს სტუმრები: პროექტის ხელმძღვანელი,აჭარის მუსიკალური საზოგადოების თავმჯფომარე,ბათუმის ქალთა აკადემიური კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი ზაირა ვადაჭკორია პროექტის მონაწილეები ,მუსიკოსები :თამარ ლომაძე და თათული ჩხეიძე (სატელევიზიო ჩართვა)

სპორტის სიახლეები სეო წილოსანთან ერთად 

#სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ 2025 

„იმოგზაურე აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად“ ფესტივალი ევროპის მოედანზე დღეს 14 საათზე გაიხსნება

#დილის რადიოს სტუმარი: აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ლელა გოგუაძე

ამინდის პროგნოზით, გადაცემის მიწურულს კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება