ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების დახვეწა და წინსვლა ამ მიმართულებით
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, საქართველო ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზირების ევროპის ცენტრის (ECMWF) წევრი გახდა. თანამშრომლობის საფუძველზე, ქვეყნის ტერიტორიაზე კიდევ უფრო გაიზრდება ამინდის პროგნოზების სიზუსტე, რაც შესაძლებელს გახდის სტიქიური მეტეოროლოგიური და მასთან დაკავშირებული ჰიდროლოგიური და გეოლოგიური ხასიათის მოვლენების შესახებ ეფექტური, ადრეული გაფრთხილებების მომზადებას.
აღნიშნულ სიახლეზე გადაცემაში საუბრობს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - სოსო ქინქლაძე.