09 ივლისი 2025, 11:14 150 ნახვა

დილის რადიო

9 ივლისი . ოთხშაბათი

გადაცემის სრული ჩანაწერი

მისალმება გადაცემის ანონსი 

ამინდის უტყუარ პროგნოზის კობა ფარტენაძისგან გავიგებთ

9 ივლისი არაერთი საინტერესო ფაქტით შევიდა ისტორიაში # 1357 წელს პრაღაში კარლის ხიდის მშენებლობა დაიწყო #1867 წელს შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში დაარსდა ქვეყნის ყველაზე ძველი საფეხბურთო კლუბი “ქუინზ პარკი”. # ტელეფონის გამომგონებელმა ალექსანდრ ბელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნა პირველი სატელეფონო კომპანია. #1933 წლის 9 ივლისს დაიბადა ქართველი კომპოზიტორი, პიანისტი და პედაგოგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ნოდარ გაბუნია. #9 ივლისით დათარიღებული სხვა მნიშვნელოვანი ფაქტებისა და მოვლენების შესახებაც მოგიყვებით

სპორტის სიახლეებით სეო წილოსანი შემოგვიერთდება

#ბავშვები და ზაფხულის ცხელი დღეები .  როგორ ამოვიცნოთ,ბავშვი ზედმეტად ჭირვეულობს თუ ცდილობს, გაუმკლავდეს გარემოს, რომელსაც ჯერ ვერ არეგულირებს?- ამ თემას ეთმობა თამთა სულაბერიძის რუბრიკა“ პროფესია მშობელი“  #რუბრიკის სტუმარია კლინიკური ფსიქოლოგი ქეთევან დობორჯგინიძე

რუბრიკაში „მუზეუმი“ იტალიელი მხატვრის ჯუზეპე არჩიმბოლდოს ნამუშევრის შესახებ მოგიყვებით სახელწოდებით „ბიბლიოთეკარი“ ( ბაზაშია ჯინგლებში პაპკაში, მუზეუმი ბიბლიოთეკარი .

რუბრიკაში „რადიო აჭარის ოქროს ფონდი“ დღეს ქართველ პოეტსა და პროზაიკოსს არჩილ სულაკაურს გავიხსენებთ . .რადიო აჭარის ოქროს ფონდიდან ერთ ჩანაწერს შემოგთვაზებთ,რომელიც ბათუმში გამართულ ლიტერატურულ საღამოზეა გაკეთებული

#ინკლუზიური დასი „ცისარტყელა“ გეპატიჟებათ მორიგ სპექტაკლზე „ვერის უბნის მელოდიები“ პრემიერა დღეს, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიმართება

#დილის რადიოს სტუმარი : პროექტის ხელმძღვანელი მერი ჩიმაკაძე 

სპორტის სიახლეები 

ამინდის პროგნოზი